საოჯახო სასტუმრო „ბუდე” ექსპლოატაციაში შევიდა 2018 წლის ივნისში. ბუდე მდებარეობს გონიოში / აფსაროსში, რომელიც 12 კილომეტრითაა დაშორებული ბათუმის ცენტრს. გონიო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია, ცნობილია ისტორიული გონიოს ციხით. გონიო მდებარეობს ულამაზეს მთებსა და შავ ზღვას შორის. სასტუმროს აქვს 23 ნომერი, კაფე-ბარი და 2 იოგა დარბაზი (თითო 100 კვმ-ის), ლამაზი ზღვის ხედით. თითოეულ ნომერს აქვს აბაზანა, ფენი, მაცივარი, ტელევიზორი, ელექტრო ჩაიდანი, სეიფი, Wi-Fi, კონდენციონერი და აივანი. სასტუმრო-სახლი აღჭურვილია უსაფრთხო ვებ-კამერებითა და სახანძრო დეტექტორებით. ბუდეს აქვს გარე საცურაო აუზი, ტენისის მაგიდა, პროექტორი და რამოდენიმე ველოსიპედი. პროექტორი გამოყენება შეგიძლიათ ფილმების/მულტფილმის საყურებლად ან პრეზენტაციის ჩასატარებლად. ჩვენი საოჯახო სასტუმრო გამოირჩევა საუკეთესო მდებარეობით, 5 წუთის საფეხმავლო გზა გვაშორებს გონიოს სანაპირომდე. ჩვენი სტუმართმოყვარეობა დაგეხმარებათ რათა შეიოგრძნოთ ქართული კულტურა და ტრადიცია. მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა საკითხის გადაჭრაში რაც თქვენს დასვენებას შეხება. ჩვენთან მშვიდი ოჯახური გარემო. ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე.